“ახლა უკვე გადავაბიჯეთ „წითელ ზონაში“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელია, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით, შუქნიშანზე საქართველო გაწითლდა.

გამყრელიძემ განმარტებაც გააკეთა, თუ რას ნიშნავს „წითელი ზონა“ და აღნიშნა, რომ მას მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვები მოჰყვება.

„შიდა მუშაობისთვის ე.წ. ოთხფერიან შუქნიშანს ვიყენებთ. ვანგარიშობთ ბოლო ორი კვირის საშუალო მაჩვენებელს, თუ, 100 000 მოქალაქეზე რამდენი ახალი შემთხვევაა. ახლა უკვე გადავაბიჯეთ „წითელ ზონაში“. ამ ფერების მიხედვით ვუყურებთ რამდენი საწოლი უნდა გვქონდეს, რამდენი ექიმი ერთვება მუშაობაში, რა მარაგი უნდა გვქონდეს და ა.შ. როდესაც „ყვითელ“ და „ნარინჯისფერ ზონაში“ გადავედით, იცით, აჭარაში დავაწესეთ შეზღუდვები, რამდენიმე ქალაქში რესტორნების 22:00 საათიდან მუშაობა შეიზღუდა და ა.შ. მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვები, სრული “ლოკდაუნი” არ იქნება“, – აღნიშნა მან.

მსგავსი თემები