„მკვლელმა ცხრა ტყვია ესროლა და 6 თავის არეში მოარტყა“ – ვალერიან ნემსიწვერიძის ოჯახის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“

„იარაღი, რომც ჰქონოდა ვაცხადებ, რომ მისი არ იქნებოდა“, – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, ავჭალაში მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძის ადვოკატმა, ნიკოლოზ წულეისკირმა განაცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით გარდაცვლილს იარაღი არ ჰქონია, როგორც წულეისკირი ამბობს, მას ტყვია თავის არეში ჰქონდა მოხვედრილი:

„მკვლელმა ცხრა ტყვია ესროლა და 6 თავის არეში მოარტყა. ვოვა ნესმიწვერიძის ხელში იარაღი არ ჭერია, ეს 100% – ით შემიძლია დაგიდასტუროთ, ადგილზეც, რომ ყოფილიყო მისი არ იქნებოდა.

ერთ კვირაში ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, გამომძიებლები ინტენსიურად მუშაობენ 24 საათის განმავლობაში, გამოძიებასთან არანაირი კითხვის ნიშნები არ მაქვს,“ – განაცხადა ნიკოლოზ წულეისკირმა „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალია გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები