სამედიცინო პერსონალის დეფიციტის გამო, „კოვიდის“ მართვაში სტუდენტები ჩაერთვებიან

„კოვიდ 19“-ით ინფიცირებულთა მზარდი რაოდენობის გამო, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყ”ვეტილებით, ადამიანური რესურსის შევსება სამედიცინო პროფილის სტუდენტებით უნდა მოხდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები გადამზადდებიან, გაივლიან სწრაფ კურსს იმისთვის, რომ შეიქმნას ერთგვარი სამედიცინო პერსონალის რეზერვი და საჭიროების შემთხვევაში, ისინი ჩაერთვებიან “კოვიდის” სამედიცინო მენეჯმენტში და დაეხმარებიან ჩვენს ექიმებს. მე დღეს ვხვდები სამედიცინო უნივერსიტეტების რექტორებს, ასევე სამედიცინო ფაკულტეტების ხელმძღვანელებს. ამ პროცესს დავიწყებთ და მაქსიმუმ ერთ კვირაში უკვე გვექნება ეს ბაზა სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელების, რომლებმაც გაიარეს ეს სწრაფი ტრენინგი და საჭიროების შემთხვევაში იქნება სრული მზაობა, რომ ისინი ჩაერთონ პროცესში და დაეხმარონ ჩვენს ექიმებს“ – აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში, კორონავირუსის 1872 შემთხვევა დაფიქსირდა.  

მსგავსი თემები