„ჩვენ ამ პანდემიის კრიტიკულ ეტაპზე ვართ” – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ გლობალური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უახლოეს თვეებში უკიდურესად რთული იქნება.

„ჩვენ ამ პანდემიის კრიტიკულ ეტაპზე ვართ, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. მომდევნო რამდენიმე თვე ძალიან რთული იქნება”, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

ჯანმოს დირექტორმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არსებული ვითარება ცრუ განგაში არაა და რომ ზოგიერთი ქვეყანა სახიფათო გზას ადგას.

მოვუწოდებთ ლიდერებს, დაუყოვნებლივ იმოქმედონ, რათა თავიდან აიცილონ შემდგომი სიკვდილიანობა, აუცილებელი ჯანდაცვის სერვისების ჩამოშლა და სკოლების კვლავ დახურვა“, – დასძინა მან.

მსგავსი თემები