„სითი მოლში“ ევაკუაცია გამოცხადდა

თბილისში, საბურთალოზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „სითი მოლში“ ევაკუაცია გამოცხადდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, სავაჭრო ცენტრის მესამე სართულზე მოკლე ჩართვა მოხდა.

„ამ დროისთვის ხანძარი არაა. ხდება ვითარების გადამოწმება უსაფრთხოების მიზნით. პრევენციის მიზნით ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის რამდენიმე ბრიგადა იმყოფება“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

მსგავსი თემები