თავდამსხმელმა მძევლების ნაწილი აიფარა და ბანკის შენობა დატოვა

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ შეიარაღებულმა თავდამსხმელმა რამდენიმე მძევალი გაათავისუფლა. 3 მძევალი კი ხელებით ერთმანეთზე თოკით გადააბა, ფარად აიფარა და ასე დატოვა ბანკის შენობა. როგორც ინფორმაცია ვრცელდება, მას მოთხოვნილი თანხა 500 000 დოლარი ინკასაციის მანქანით მიუტანეს. 

თავდამსხმელს ხელი ზევით ჰქონდა აწეული და ხელყუმბარა ეკავა. სად წავიდა თავდამსხმელი ან სად წაიყვანა მძევლები, ამ ეტაპისთვის უცნობია.  

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

მსგავსი თემები