პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პირთა შორის პედოფილია

პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პირთა შორის, ერთი 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის გასამართლებულია, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.

როგორც ირკვევა, 2018 წლის 17 დეკემბრიდან – 2019 წლის 27 აგვისტომდე შეწყალებულთა სხვა დანაშაულებია: ქურდობა, თაღლითობა, ძარცვა, მიცვალებულისადმი უპატივცემულობა, ყალბი დოკუმენტის დამზადება, სამსახურებრივი გულგრილობა, უკანონო თევზჭერა.

რაც შეეხება 2019 წლის 27 აგვისტოს შეწყალებულ ადამიანებს, მათ შორის 2 განზრახ მკვლელობისთვისაა გასამართლებული, 1 კი განზრახ მკვლელობაში დამამძიმებელ გარემოებებში. შეწყალებულების სხვა დანაშაულებია: ქურდობა, ძარცვა, ქრთამის მიცემა, ქრთამის აღება, ცივი იარაღის ტარება და სხვა. 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 34 მსჯავრდებული შეიწყალა. სკანდალურ შეწყალებაზე გამოძიება პროკურატურამ 20 სექტემბერს დაიწყო.

მსგავსი თემები