„სამი კაცის გარდა ყველანი გამოგვიშვეს“ – მძევალი დაკითხვაზე გადაიყვანეს

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისას აყვანილი მძევლების დიდი ნაწილი თავისუფალია. ერთ-ერთი მძევალი, რომელიც ტერორისტმა აიყვანა და მისი მოთხოვნები მედიასთან გააჟღერებინა, პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება.

როგორც ირაკლი კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს, ყველაფერი კარგად დასრულდა.

„სამი კაცის გარდა ყველანი გამოგვიშვეს. პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა და მძარცველთან ერთად დატოვებენ შენობას რამდენიმე წუთში. უღრმესი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. ახლა დაკითხვაზე გადამიყვანენ ალბათ“, – წერს კვარაცხელია.

რაც შეეხება  სამ მძევალს, თავმდასხმელმა ისინი თან წაიყვანა. ამ ეტაპისთვის უცნობია მისი გადაადგილების შესახებ ინფორმაცია. ცნობილია ის, რომ მას ინკასაციის მანქანით მოთხოვნილი 500 000 დოლარი მიუტანეს.  

მსგავსი თემები