„ჩემი მეგობარი სრულიად უმიზეზოდ სცემა ორმა ტყიურმა მთაწმინდაზე“ – შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული სხვა დანაშაულზეც ამოიცნეს

„რამდენიმე თვის წინ ჩემი მეგობარი სრულიად უმიზეზოდ სცემა ორმა ტყიურმა მთაწმინდაზე“,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში საოქალაქო აქტივისტი, ანი გაგუა წერს.

„პოლიციის შუშის კარზე კაკუნის მიუხედავად, საქმე თაროზე შემოიდო.

დღეს ჩემმა მეგობარმა ტელევიზორში ნახა იმ ორიდან ერთ-ერთი – ავსტრალიელი გოგოს მკვლელობისთვის დაუკავებიათ.

მაშინ რომ ტრაკი გაენძრიათ, დიდი შანსია, დღეს ის გოგო ცოცხალი ყოფილიყო.

ხვდებით ხო სად ვცხოვრობთ და ვზრდით შვილებს“,- წერს ანი გაგუა.

შეგახსენებთ, ავსტრალიელი ტუსიტის მკვლელობის საქმეზე რაფაელ მურსაკულოვი დააკავეს. 

მსგავსი თემები