,,ნაცმოძრაობას“ პოლიტიკური კრიზისი აქვს, ვადამდელი არჩევნების ჩატარება აბსურდია”- კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ, არის აბსურდი, რადგან არჩევნები 2024 წელს ჩატარდება, კონსტიტუციის შესაბამისად. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მერის თქმით, პოლიტიკური დაძაბულობა ქვეყანაში არ არის, კრიზისი აქვს ოპოზიციას და კონკრეტულად, „ნაციონალურ მოძრაობას“.

„პოლიტიკური დაძაბულობა ვისაც აქვს ქვეყანაში, ეს არის ოპოზიცია და კონკრეტულად, „ნაციონალური მოძრაობა“. საქართველოში მიმდინარეობს აღმშენებლობა, განვითარება, ეკონომიკური წინსვლა. ვადამდელი არჩევნების ინიციატივა არის ძალიან დიდი აბსურდი და სისულელე. არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, როგორც ეს არის კონსტიტუციით გათვალისწინებული. პოლიტიკური კრიზისი „ნაციონალურ მოძრაობას“ და ოპოზიციას აქვთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

 

მსგავსი თემები