„ქართულმა ოცნებამ“ დმანისში, მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანი წარადგინა

როგორც „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენაზე განაცხადა, პირველი ევროპელების სამშობლო სწორედ დმანისია და მთავარი ამოცანა ევროპული ოჯახის წევრობაა.

„პირველი ევროპელების სამშობლო სწორედ დმანისია. დღეს კი, ჩვენი ხელისუფლებისა და ხალხის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ერთიანი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობაა. ეს ნიშნავს, რომ საქართველო იქნება ერთიანი, ეკონომიკურად ძლიერი და უსაფრთხო ქვეყანა, სადაც ხალხს ღირსეული ცხოვრების პირობები ექნება როგორ ქალაქში, ასევე სოფლად“ – აღნიშნა კახა კალაძემ.  

ამასთან, კალაძემ განათლებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ საჭიროა განათლებული და კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალა, რისთვისაც „ქართულმა ოცნებამ“ ბიუჯეტის მეოთხედი გამოყო.

„პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ თქვენთან ერთად, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად მოიტანა. ჩვენ გვჭირდება ძლიერი და განვითარებული ეკონომიკა, რასაც ჩვენმა გუნდმა მყარი საფუძველი ჩაუყარა და განვითარების სწორ რელსებზე დააყენა ჩვენი ქვეყანა. ჩვენ გვჭირდება განათლებული და კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალა, რისთვისაც „ქართულმა ოცნებამ“ ბიუჯეტის მეოთხედი გამოყო“ – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები