ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევაა

ოკუპირებულ აფხაზეთში  გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 88 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან „კოვიდ 19“ ხუთს დაუდასტურდა. ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ამ ეტაპზე, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 19 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება.

ჯამში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით 202 ადამიანია ინფიცირებული, 78 გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები