“ერთადერთი რაზეც მუშაობას გავაგრძელებ, ტელესკოლაში მასწავლებლობაა” – ვასილ მაღლაფერიძე

პირველ არხს ახალი ხელმძღვანელი ერთ თვეში ეყოლება. იქამდე გენერალური დირექტორის მოვალეობას თინათინ ბერძენიშვილი შეასრულებს.

ვასილ მაღლაფერიძე არ ადასტურებს ინფორმაციას მისი პოლიტიკაში შესაძლო წასვლის შესახებ და ამბობს, რომ მუშაობას ისევ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გააგრძელებს, თუმცა სულ სხვა პოზიციაზე.

თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება ვასილ მაღლაფერიძეს ბორდმაც მოუწონა. მიზეზად მოახლოებული არჩევნები სახელდება. წერილობითი განცხადების შემდეგ, უკვე ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა განმარტებები კიდევ ერთხელ გააკეთა.

“ყველანაირი შეთქმულების თეორია გამორიცხეთ. ერთადერთი რაზეც მუშაობას გავაგრძელებ, რაც ჩემთვის საპატიოა და სადაც ჩემი პროფესიის დიდი ნაწილი გავატარე ტელესკოლაში მასწავლებლობაა. მაქვს ორი პროექტი, ერთი სხვასთან ერთად, ეს არის საგანმანათლებლო პროექტები და ამას იანვრამდე გავაკეთებ. ამის შემდეგ კი შევხედოთ როგორც იქნება,”- განაცხადა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ. 

მსგავსი თემები