“პოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით რომელიც გააჩნია გაერთიანებულ ოპოზიციას, მიმართულია ერთი მიზნისაკენ…“ – გიორგი ვოლსკის განცხადება

„მე არაერთხელ განმიცხადებია, რომ პოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით რომელიც გააჩნია გაერთიანებულ ოპოზიციას, არის მიმართული ერთი მთავარი მიზნისაკენ, რომ როგორმე მოხდეს ვითარების დისკრედიტაცია, როგორმე ჩვენი პარტნიორები შეიყვანონ შეცდომაში და როგორმე მიაღწიონ ისეთი ატმოსფეროს ჩამოყალიბებას, სადაც შესაძლებლობა ექნებათ ილაპარაკონ არჩევნების არაგამჭვირვალედ, არადემოკრატიული მეთოდებით ჩატარებაზე და გაყალბებაზე და ჩვენ მაგის უფლებას და  შესაძლებლობას არ ვაძლევთ. ეს  არის მთავარი პრობლემა, რომელიც დღეს ოპოზიციას გააჩნია. ამის თაობაზე არც თუ იშვიათად არის განცხადებები. ექსპერტების ანალიზიც მოგვისმენია ასეთი, ევროპარლამენტარის განცხადებაც სწორედ ამ პრობლემას და ამ თემას შეეხება“, – ასე გამოეხმაურა ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ევროპარლამენტარ დაცე მელბარდეს სტატიას, რომელიც Neweurope -ში გამოქვეყნდა, სადაც ავტორი საქართველოზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოში ოპოზიცია იმდენადაა შეშფოთებული, რომ არჩევნების დაბლოკვასაც კი ცდილობს.

ვოლსკის თქმითვე, საზოგადოებამ ყურადღება უნდა მიაქციოს პოლიტიკური პარტიების ქცევებს.

„საზოგადოებას კიდევ ვურჩევდი, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს იმას, რომ პოლიტიკური პარტიები როგორც არ უნდა მოიქცნენ, კარგად, ცუდად თუ ორიენტირებული იქნებიან პოლიტიკურ გამორჩენაზე, მთავარი არის მათი საქციელი. მათი ქცევა და დამოკიდებულება იმ საკითხისადმი, რასაც ქვია დემოკრატიული არჩევნების ჩატარების აუცილებლობა ამ ქვეყანაში“,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას

მსგავსი თემები