გადაწყვეტილება მიღებულია, პრეზიდენტი ქალი იქნება – „მთავარის“ ექსკლუზივი

საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვეტილება მიღებულია. მედიაცენტრ “მთავარის“  ექსკლუზიური ინფორმაციით,  მმართველ გუნდს საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება და დამოუკიდებელ კანდიდატს – სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს.

აღნიშნული ინფორმაცია „მთავარს“ საპარლამენტო უმრავლესობაში დაუდასტურეს. როგორც წყარო გვეუბნება, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევანი სალომე ზურაბიშვილზე შეაჩერა და მაჟორიტარ დეპუტატებს თავიანთ სამაჟორიტარო ოლქებში ამ საკითხზე მუშაობის დავალებას მისცეს. მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ზურაბიშვილის კანდიდატურას ბევრი მხარს არ უჭერდა,  გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.

საპრეზიდენტო კანდიდატთან   დაკავშირებით განცხადება სავარაუდოდ მიმდინარე კვირას გაკეთდება.

 

მსგავსი თემები