ბრალის ნაწილობრივი აღიარება – გიორგი შაქარაშვილის საქმის დეტალები

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულმა „საბურთალოელმა“ ირაკლი წაქაძემ ბრალი ნაწილობრივ აღიარა, მას გამოძიება ძალადობას ედავება.
წაქაძე ინციდენტში მონაწილეობდა, მას ავტობანზე მომხდარ დიდ დაპირისპირებასთან კავშირი არ აქვს.
წაქაზესთან ერთად მისი ორი მეგობარია დაკავებული – საბა ჩხარტიშვილი და საბა გოგშელიძე, რომლებიც აგარაკის ინციდენტში მონაწილეობდნენ და დუმილის უფლებას იყენებენ.
დანარჩენი 8 პირი – “მერსედესისა” და “ტოიოტას ქამრის” მგზავრები, რომლებსაც ძალადობის ორგანიზებას ედავებიან, ბრალს არ აღიარებენ.
სასამართლო პროცესი მცხეთაში 11 საათზე დაიწყო.

მსგავსი თემები