“მეუფე ანტონმა მილიონ 350 000 დოლარი წაიღო, ის დაკითხეს კიდეც” – ადვოკატი “მედიაცენტრ მთავარში” ( ვიდეო)

სინოდის წევრს, მეუფე ანტონს მილიონზე მეტი დოლარის მითვისებაში ადანაშაულებენ. საუბარია მინლიო 350 000 დოლარზე, რომელიც, აღძრული სს საქმის მიხედვით, მეუფემ წაიღო. როგორც ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, მეუფე თანხის წაღებას ადასტურებს, თუმცა, ამბობს, რომ ეს მისი წილი იყო.

“მეუფე ანტონმა მილიონ 350 000 დოლარი წაიღო, ის დაკითხეს კიდეც, ძიება მიდის ფინანსურ პოლიციაში, მეუფე ანტონის გამოკითხვა დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა, როცა დოკუმენტები მოვიძიეთ აღმოჩნდა, რომ ნაწილი თანხა ვანი – ბაღდათის ეპარქიაზეა გადარიცხული, ნაწილი კი ქეშად წაღებული, ამ ყველაფერზე მეუფე ანტონის ხელმოწერები ფიქსირდება, ჩვენ მხოლოდ იმას მივაღწიეთ, რომ მეუფე ანტონი გამოკითხეს, სამართალდამცავების პოზიცია კი ის იყო, რომ თურმე მეუფე ანტონს ეკუთვნოდა თანხა,“- განაცხადა როინ გელაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

ადვოკატის ინფორმაციით საჩივარი მეუფე ანტონის წინააღმდე 2014 წელს შეიტანეს, ადვოკატი აღნიშნავს, რომ მეუფე ამხანაგობის წევრი არასოდეს ყოფილა:

„ეს თანხა მეუფე ანტონის კუთვნილება რომ არ არის, დასტურდება იმით, რომ ის ამხანაგობის წევრი არასოდეს ყოფილა. ეს თანხა 2012 წლის აპრილის მერე არის განკარგული მეუფის მიერ. არსებობს ინვენსტორის ნდობით აღჭურვილი კომპანია „ემერექსი“, რომელსაც ერიცხებოდა თანხა, შემდეგ ეს თანხები ერიცხებოდა ამხანაგობას და ხდებოდა განკარგვა. ჯერ მშენებლობა არ არის დასრულებული  მე-15 სართულზეა გაჩერებული, ხალხი არაა დაკმაყოფილებული და მეუფეს თანხები მიაქვს ბიზნებისდან, ამასთან, 2014 წლის იანვარში  1200 კვადრატული მეტრი ფართის დარეგისტრირდა, ამ დროს ამ ყველაფერს ყადაღა აქვს დადებული,“ – განაცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მისივე ინფორმაციით გამოკითხვის დროს მეუფემ დაადასტურა, რომ თანხა აიღო, რადგან, როგორც გელაშვილი ამბობს, მეუფე თვლიდა, რომ წილი ეკუთვნოდა. “მეუფე როცა გამოკითხეს მან დაადასტურა თანხის წაღება და ამბობს, რომ ეს მისი წილი იყო”, – განაცხადა როინ გელაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”

საუბარია 180 – ე და 182 – ე მუხლებზე, რაც ძირითადად თაღლითობას მოიცავს.

მედიაცენტრმ თავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაშიაუცილებელია წყაროს და ბმულისმითითება

https://mcm.ge/სამშენებლო-თაღლითობა-მეუ/


მსგავსი თემები