ქალბატონი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა ადგილობრივ ბაზარში მუშაობდა

  •  

ქუთაისში, 61 წლის ქალს, რომელსაც კორონავირუსი, დაუდასტურდა კონტაქტი ჰქონდა როგორც მეზობლებთან, ასევე ქუთაისის ბაზარში დასაქმებულ პირებთან.ქალბატონი ადგილობრივ ბაზარში მუშაობდა. ინფიცირებულის კონტაქტი 25 პირია, მათ შორის არიან ოჯახის წევრებიც.

“საგანგაშო, ჯერჯერობით, არ გვაქვს, თუმცა საყურადღებო შემთხვევაა. ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელიც გუშინ გამოვლინდა. ჩვენ მთელი ღამის განმავლობაში ვმუშაობდით კონტაქტების დადგენის მიზნით. უკვე გვყავს იდენტიფიცირებული დაახლოებით 25-მდე კონტაქტი, ყველა კონტაქტზე მიღებულია ზომები მათ იზოლაციასთან დაკავშირებით, პარალელურად, მიმდინარეობს ახლო კონტაქტებისაგან ნიმუშების აღება,” – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგაძე.  

61 წლის ქალბატონის ინფიცირების წყარო დაუდგენელია.

მსგავსი თემები