„მან თავიდან ვერ გაიაზრა, თუ რა პრობლემასთან ჰქონდა საქმე“ – ანა გაბეჩავას ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე,  ანა გაბეჩავა შინაგან საქმეთა სამინისტროში ოთხი საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

ადვოკატ თათია მანიჟაშვილის თქმით, საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერები დაათვალიერეს და უწყების წარმომადგენლების მხრიდან რაიმე დამატებითი კითხვები არ დასმულა.

„რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის კუთვნილი სოციალური ქსელებიდან ამოღებულ მესიჯებს, აღნიშნული მიმოწერა გაბეჩავამ განახორციელა მეორე დღეს, დილის საათებში, როდესაც მისთვის ოფიციალურად გახდა ცნობილი გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ. მან თავიდან ვერ გაიაზრა, თუ რა პრობლემასთან ჰქონდა საქმე და რა შედეგი შეიძლება, დამდგარიყო. მან უბრალოდ იცოდა ჩხუბის შესახებ და ცდილობდა თავისი ძალებით გაერკვია, თუ სად იყო გიორგი შაქარაშვილი“, –  განაცხადა ადვოკატმა თათია მანიჟაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ანა გაბეჩავა ერთ-ერთ არასრულწლოვანს დაკავებამდე პირად მიმოწერაში სთხოვდა ეთქვა, სად დატოვეს გიორგი შაქარაშვილი.

მსგავსი თემები