“თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამოვრიცხავთ” – თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა

გარდაცვლილი გოგონას ოჯახს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებითკითხვები აქვს, მათ შორის, რატომ ვერ იპოვეს სამართალდამცველებმა თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომობილი. 

“თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამოვრიცხავთ. იმიტომ რომ, ძალიან ბევრი ისეთი კითხვებია, რომელზეც გამოძიებამ უნდა გაგვცეს პასუხი. კვირას ჩვენი ძალებით შევუდექით მუშაობას, ისეთი შეგრძნება გაგვიჩნდა, რომ პოლიცია უმოქმედოდ იყო. იმ ტერიტორიაზე, სადაც თამუნას მანქანა აღმოაჩინეს, მთელი კვირის განმავლობაში დავდიოდით მაგ გზაზე. ცენტრალური გზიდან დაახლოებით 50-100 მეტრში დაფიქსირდა მანქანა, რომელიც არის გაშლილ, ტრიალ მინდორზე და იწყება მერე ტყე. ანალოგიურად გავესაუბრეთ იქაურ მწყემსებს, ეს არის კვირა დღე. ვკითხეთ, შემთხვევით რამე ხომ არ გინახავთ, ვეძებთ გოგონას. მწყემსებმა ხელები გაასავსავეს. არ იყო მიუვალ ადგილას, არ იყო გადამალულ ადგილას, რომ მანქანის დაფიქსირება ვერ მოხერხებულიყო,“ – განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის ბიძამ, კობა თამაზაშვილმა.

მსგავსი თემები