„ცხედარი საკმაოდ ცუდად გამოიყურებოდა, ცუდი ფერი აქვს“ – ადვოკატი

„ცხედრის ფერი მიუთითებს იმაზე, რომ გოგონა არის დიდი ხნის გარდაცვლილი,“ – ამის შესახებ თამარ ბაჩალეიშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

რამიშვილისთვის უცნობია ცხედარი უკანა სავარძელში როგორ აღმოჩნდა:

„ცხედარი ისეთ მდგომარეობაშია, ამას ექსპერტები დაათვალიერებენ ჩემი თანდასწრებით. არ ჩანს არაფერი, ცუდი ფერი აქვს და რამდენიმე დღის გარდაცვლილია. ნამდვილად რამდენიმე დღის გარდაცვლილია. არ ვიცი როგორ აღმოჩნდა უკანა სავარძელში, თვითონ იჯდა თუ ვინმემ გადასვა“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

რამიშვილისთვის ეჭვს იწვევს ავტომანქანის აღმოჩენის ფაქტიც მწყემსის მიერ.

„მწყემსი არ უნდა ნახულობდეს, იმიტომ რომ ეს არ არის უღრანი ტყე, რომ ვერ ნახულობდე. სამართალდამცავების განცხადებით, რასაც მე ვუსმენდი, აეროგადაღება იყო გამოყენებული. ყველა ვერსიას და ვარაუდს აქვს არსებობის უფლება. არც არაფერს გამოვრიცხავ და არც არაფერს ვადასტურებ. ეს იქნება დეტალურად გამოკვლეული და მოთხოვნილი ყველა კითხვაზე პასუხი, დეტალურად ექსპერტიზა ჩატარებული, ისე რომ არავის არაფერი შერჩება. მე არ ვენდობი საერთოდ კითხვის ნიშნები როცა ჩნდება ნებისმიერ საქმიანობასთან დაკავშირებით. მე არ ვენდობი, როცა 5 დღის განმავლობაში, ასეთ გარემოში ვერ ხერხდება ადამიანს მოძებნა. მე არ ვენდობი, როცა მწყემსი პოულობს პოლიციის ნაცვლად, მე არ ვენდობი, როცა არავის სიცოცხლე არ არის უსაფრთხოდ და არ ვენდობი ძალიან ბევრ რამეს. ამიტომ მე ვენდობი ისეთ ადამიანებს, რომელსაც არაფრის ეშინია,“ – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ცხედარი უკვე გადაასვენეს თბილისში ექსპერტიზის ბიუროში.

მსგავსი თემები