“ირაკლი ოქრუაშვილი პასუხისმგებლობას ვერ აირიდებს” – ია მეტრეველი

ბუტა რობაქიძის დედის ია მეტრეველის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ვერ შეძლებს.

ია მეტრეველის თქმით, ოჯახი პირველივე დღიდან მოითხოვდა ირაკლი ოქრუაშვილის პასუხისგებაში მიცემას, რადგან ის მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

“მათი სიტყვები იყო, რომ პატრულის იმიჯი არ უნდა შელახულიყო. ეს გადაწყვეტილება სააკაშვილმა და ოქრუაშვილმა ერთობლივად მიიღეს. ოქრუაშვილი პასუხისმგებლობას ვერ აირიდებს, ვერ გაექცევა იმ ფაქტს, რომ იმ პერიოდში იყო მინისტრი. იმედი მაქვს, რომ სასამართლო იქნება სამართლიანი,”- განაცხადა ია მეტრეველმა.

მსგავსი თემები