გარდაცვლილი გოგონას ყოფილი სამსახურიდან კომპიუტერების ამოღება მიმდინარეობს

შინაგან სამინისტროს წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამჟამად კომპანია „ზეგ“-ში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სამართალდამცავები თამარ ბაჩალიაშვილის ყოფილ სამსახურში უკვე რამდენიმე საათია იმყოფებიან.

გავრცელებული ცნობით მიმდინარეობს ოფისში არსებული კომპიუტერების ამოღება.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი, დღეს საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი ნახეს.

მსგავსი თემები