ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიტანულმა გამოცემამ წლის ადამიანად გამოცხადა

ბრიტანულმა გაზეთმა Financial Times-მა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, წლის ადამიანად დაასახელა.

თებერვალში რუსეთის  შეჭრამდე ბევრ უკრაინელს ის ეგონა მასხარა და დილეტანტი, რომელსაც არ შესწევდა უნარი, მიეღო გამოწვევა მაღალი თანამდებობის სახით, მაგრამ 44 წლის ზელენსკიმ მოახერხა ღირსეული ადგილი დაეკავებინა ისტორიაში იმის წყალობით, რომ არაჩვეულებრივი ლიდერობა და სიმამაცე გამოავლინა – წერს ფაინენშალ თაიმსი.

ზელენსკი ამავე დროს იქცა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინელი ხალხის სიმამაცისა და უდრეკობის განსახიერებად. სწორედ ამ მიზეზების გამო აღიარა ბრიტანულმა გამოცემამ ზელენსკი წლის ადამიანად.

მსგავსი თემები