გარდაცვლილი გოგონას ახლობლები ცხედრის აღმოჩენის ადგილას იმყოფებიან

იმ ადგილას, სადაც სამართალდამცავებმა გარდაცვლილი გოგონას ცხედარი იპოვეს, მისი მამა და ოჯახის ახლობლები მივიდნენ, ოჯახს ჰქონდა მოთხოვნა, რომ ექსპერტიზა მათ ნახვამდე არ დაწყებულიყო, ადგილზე უნდა მივიდეს გარდაცვლილი გოგონას დედაც.

ოჯახის ახლობლების განცხადებით გოგონას თეთრი წყაროს რაიონში ახლობლები არ ჰყოლია.

„არ ვარ გამომძიებელი, მაგრამ შეხედეთ მანქანა, როგორ დგას, აქამდე სად იყვნენ, ეს ხომ არაა უღრანი ტყე, როგორ ვერ იპოვეს დღემდე, ბავშვი გამოიყვანეს სახლიდან, შეყვარებული არ ჰყავდა, არანაირი პრობლემა პირადი არ ჰქონდა“ – აცხადებენ ოჯახის ახლობლები.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი, დღეს საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვნეს.

გამოძიება ამ ეტაპზე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები