„კარგი არაფერი არ მინახავს რასაც შევხედე, გამოძიებას უნდობლობას ვუცხადებთ“ – გარდაცვლილი გოგონას ოჯახის ადვოკატი

გარდაცვლილი გოგონას ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ერთ – ერთი პირველია ოჯახის მხრიდან, ვინც ცხედარი ნახა. მიხელ რამიშვილი აცხადებს, რომ გოგონა უკანა სავარძელზე იყო მოთავსებული:

„მანქანაშია მოთავსებულია უკანა სავარძელზე,  მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება, მოხდება მანქანის გახსნა ცხედრის გადმოყვანა და ექსპერტიზაზე იქნება გადაყვანილი. მე უკვე დავრეკე და ჩვენის მხრიდან დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთვება, იმიტომ რომ შაქარაშვილის საქმიდან გამომდინარე არ არის სრული ნდობა ექსპერტებთან, გამოძიებას უნდობლობას ვუცხადებთ.“ – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა

მსგავსი თემები