ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის დაძაბულობის ფონზე, აზიის საფონდო ბირჟებზე აქციების ფასები შემცირდა. ნიკეის ინდექსი 2.3 პროცენტამდე დაეცა, რაც გასული წლის მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
დოუ ჯონსის ინდექსი კი 350 პუნქტით შემცირდა. პარალელურად, ნავთობით მდიდარ ახლო აღმოსავლეთში მწვავე პოლიტიკური ვითარების გამო ნავთობის ფასმა 5%-ით მოიმატა. ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ღირებულებამ თითქმის 72 ამერიკულ დოლარს მიაღწია.