“საფრთხეების წინაშე, რა თქმა უნდა, ვდგავართ. მატება აღინიშნება თითქმის ყველა ქვეყანაში” – ლევან გოფროძე

  •  

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, საჭიროა რეკომენდაციების დაცვა, რათა არ ქვეყანაში არ იყოს ინფიცირების მეორე ტალღა.

ლევან გოფოძე ტურიზმის ამოქმედებასთან ერთად მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„საფრთხეების წინაშე, რა თქმა უნდა, ვდგავართ. მატება აღინიშნება თითქმის ყველა ქვეყანაში. ვიცით, რომ ევროკავშირმა გახსნა საზღვრები და შესაძლებელია მიმოსვლა. მათ შორის, საქართველოც აღმოჩნდა იმ ქვეყნების რიცხვში, რომელიც კეთილსაიმედოდ ჩაითვალა. რა თქმა უნდა, ეს უფრო მეტი პასუხისმგებლობის წინაშე გვაყენებს, რაც გულისხმობს, რომ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ყველა წესი. ერთი რამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ინფექცია ჩვენ გვერდით არის, ქვეყანაში ინფიცირებულები ჯერ კიდევ გვყავს და იმის შანსი, რომ მოხდეს ამ ინფექციის იმპორტი ტურიზმის ფართო გაშლის შემთხვევაში, არსებობს. ამიტომ დისტანცირება, თვითიზოლაციის მაქსიმალურად დაცვა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება კვლავ რჩება რეკომენდაციად, რათა არ მოხდეს ავადსახსენებელი მეორე ტალღა“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

მსგავსი თემები

5 Thoughts to ““საფრთხეების წინაშე, რა თქმა უნდა, ვდგავართ. მატება აღინიშნება თითქმის ყველა ქვეყანაში” – ლევან გოფროძე”

  1. Like!! Great article post.Really thank you! Really Cool.

  2. Thanks for fantastic info I was looking for this info for my mission.

  3. SMS

    Very good article! We are linking to this particularly great content on our site. Keep up the great writing.