“წარმატებას გისურვებთ ახალგაზრდებო! თქვენს ცხოვრებაში ეს არის ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ახალი ეტაპი” – გიორგი გახარია აბიტურიენტებს

  •  

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებებს უსურვებს.

„დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. წარმატებას გისურვებთ ახალგაზრდებო! თქვენს ცხოვრებაში ეს არის ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ახალი ეტაპი, როდესაც საკუთარ მომავალს განსაზღვრავთ. დარწმუნებული ვარ, ამ გამოწვევას წარმატებით გაართმევთ თავს და შეძენილ ცოდნას საუკეთესოდ გამოამჟღავნებთ. თქვენ ხართ ჩვენი მომავალი და თქვენი განათლება საქართველოს წინსვლის გარანტიაა”, – წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო. საქართველოს მასშტაბით გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ.

საგამოცდო ცენტრებში რეგისტრაცია 08:00 საათზე, ხოლო გამოცდა 09:00 საათზე დაიწყო. აბიტურიენტებმა რეგისტრაციის პროცესი დისტანციის დაცვით გაიარეს. ცენტრებში შესვლამდე მათ ჩაუტარდათ თერმოსკრინინგი.

მსგავსი თემები

8 Thoughts to ““წარმატებას გისურვებთ ახალგაზრდებო! თქვენს ცხოვრებაში ეს არის ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ახალი ეტაპი” – გიორგი გახარია აბიტურიენტებს”

  1. Like!! Great article post.Really thank you! Really Cool.

  2. I learn something new and challenging on blogs I stumbleupon everyday.

  3. Like!! Great article post.Really thank you! Really Cool.

  4. These are actually great ideas in concerning blogging.

  5. SMS

    Thanks so much for the blog post.

  6. Hi there, after reading this amazing paragraph i am as well delighted to share my knowledge here with friends.

  7. SMS

    Very good article! We are linking to this particularly great content on our site. Keep up the great writing.