„იარაღი, საბრძოლო მასალა, რაკეტები და საწვავი თქვენი ჯარებისკენ მოდის“ – ევროსაბჭოს პრეზიდენტი

უკრაინელ ხალხს, მებრძოლებს ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ამხნევებს და აწვდის ინფორმაციას, რომ იარაღი, საბრძოლო მასალა, რაკეტები და საწვავი  გზაშია და უკრაინისკენ მიდის.

შარლ მიშელის განცხადებით, ეს არი ომი, რომელიც მხოლოდ უკრაინას არ ეხება.

„ჩვენ ვახორციელებთ თავდაცვითი სამხედრო ტექნიკის გადაუდებელ მიწოდებას. იარაღი, საბრძოლო მასალა, რაკეტები და საწვავი თქვენი ჯარებისკენ მოდის. ჩვენ ასევე გაწვდით მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს და ჰუმანიტარულ დახმარებას,” – აღნიშნა შარლ მიშელმა.

მსგავსი თემები