„8 პაციენტს, რომლესაც ჰქონდა კორონავირუსი განკურნებულია“ – მარინა ენდელაძე

„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ გვექნება მინიმალური სიკვდილიანობის მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით“ – ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

ენდილაძის განცხადებით გამოჯანმრთელებული პაციენტიდან ერთი საკმაოდ მძიმე იყო. ბოქსირებული განყოფილების უფროსი მომავალი კვირისთვის გამოჯანმრთელებულთა რიცხვის ზრდას აანონსებს.

„მთლიან ჯამში, 8 პაციენტს,რომელსაც ჰქონდა კორონავირუსი განკურნებულია. ამ საღამოს მივიღეთ 5 პაციენტის გამოჯანმრთელების პასუხი, ერთი მათ შორის საკმაოდ მძიმე იყო. დიდი იმედი გვაქვს, რომ ძალიან დაბალი გვექნება სიკვდილიანობის პროცენტი სხვა ქვეყნებთან შედარებით. იმ კვირაში კიდევ იქნება გამოჯანმრთელება“ – განაცხადა მარინა ენდელაძე.

მსგავსი თემები