ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ახალი უფროსი ჰყავს

  •  

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ლერი ბარნაბიშვილი უხელმძღვანელებს.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის დანიშვნის ბრძანებას  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი უკვე მოაწერა.

ლერი ბარნაბიშვილი 2015 წლიდან დღემდე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო. იგი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის 2013-2015 წლებში – აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელად.

მსგავსი თემები