პარლამენტში ახალი ფრაქცია იქმნება, მარიამ ჯაშის ხელმძღვანელობით

“დამოუკიდებელი დეპუტატები” – პარლამენტში ამ სახელით ახალი ფრაქცია იქმნება.

საპარლამენტო ფრაქციას ქმნიან დეპუტატები – ლევან კობერიძე, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, მარიამ ჯაში და ზვიად კვაჭანტირაძე.

ფრაქციას უმრავლესობიდან წასული მარიამ ჯაში უხელმძღვანელებს.

ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით განცხადება დეპუტატებმა უკვე ჩააბარეს პარლამენტის კანცელარიას.

მსგავსი თემები