საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო თანამდებობებზე არჩევის მიზნით მორიგი კენჭისყრები ჩატარდა.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ ნინო წილოსანი – 76 ხმით არც ერთის წინააღმდეგ აირჩიეს.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარედ გურამ მაჭარაშვილის არჩევას, – 81 მომხრე ჰყავდა და არცერთი წინააღმდეგი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ 83 ხმით არც ერთის წინააღმდეგ კახაბერ კუჭავა აირჩიეს.
საპარლამენტო თანამდებობები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც უმრავლესობა 12-მა დეპუტატმა დატოვა. ამის გამო პარლამენტის თავმჯდომარე 2 მოადგილის, ხოლო 3 კომიტეტი თავმჯდომარის გარეშე დარჩა.