პრაღაში აბაშიძე-კარასინის შეხვედრა მიმდინარეობს

5 თვიანი პაუზის შემდეგ პრაღაში აბაშიძე-კარასინის შეხვედრა იმართება.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, შეხვედრაზე  ვაჟა გაფრინდაშვილის დროულად გათავისუფლებაზე გაამახვილებს ყურადღებას.

როგორც პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ამბობს, საქართველო ყველა შესაძლებლობას იყენებს, რომ ექიმი ოჯახს მალე დაუბრუნდეს. 

კარასინთან შეხვედრაზე ასევე საუბარი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე. მოლაპარაკებები ტრადიციულად, სავაჭრო ეკონომიკურ საკითხებსაც დაეთმობა.

“ჩვენი პრიორიტეტია ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი და მისი უმოკლეს დროში გათავისუფლება. უმთავრესია, რომ ეს პიროვნება რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნოთ ოჯახს,” – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მსგავსი თემები