„კომისია ეკა ბესელიას და „ოცნების“ ხელში კი არა, ოპოზიციის ხელშია“ – სერგი კაპანაძე

ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელ დროებით საპარლამენტო კომისიაზე, ზაზა სარალიძე კომისიის ერთ-ერთი წევრის გარიცხვას მოითხოვს. აღნიშნულ საკითხს კომისიის თავმჯდომარე არ ეთანხმება და ამბობს, რომ კომისია არა ეკა ბესელია და საპარლამენტო უმრავლესობის, არამედ, ოპოზიციის ხელშია.
როგორც “მთავარისთვის” გახდა ცნობილი, კომისიის დღევანდელ სხდომას ეკა ბესელია შესაძლოა არ დაესწროს.

როგორც საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, მთავარი თანამშრომლობა რეალობის გარკვევაა და არა ის, ვინ არის კომისიაში.

„კომისია შეიქმნა იმისთვის, რომ გავარკვიოთ, რა მოხდა რეალურად, არის არაერთი კითხვის ნიშანი, არა ერთი საეჭვო გარემოება და იმისთვის ვიკრიბებით, რომ, საეჭვო დეტალები არ არსებობდეს. სწორედ ეს არის ზაზა სარალიძის ინტერესიც. დარწმუნებული ვარ, თანამშრომლობა შედგება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს კომისია დაზარალებული ოჯახისთვის მთავარი ინსტრუმენტი იქნება. რაც შეეხება ეკა ბესელიას მიმართ გამოცხადებულ უნდობლობას, ეს არ არის კომისია ერთი ადამიანის ან „ქართული ოცნების“ ხელში, ეს არის კომისია, რომელსაც “ევროპული საქართველო” ხელმძღვანელობას, რომელიც სამართლიანობის გარანტი იქნება, “ – აცხადებს სერგი კაპანაძე.

ზაზა სარალიძეს და მის ადვოკატს საქართველოს პარლამენტში 13:00-ზე ელოდებიან.

მსგავსი თემები