ევროკავშირში 1,5 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული მეტალურგიული ნედლეულის იმპორტი განხორციელდა

ევროკავშირში 2024 წლის პირველ ნახევარში 1,5 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული მეტალურგიული ნედლეულის იმპორტი განხორციელდა. როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული საკონსულტაციო კომპანია GMK Center-ი ავრცელებს.

კერძოდ, კომპანიის ცნობით, 2024 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში ევროკავშირში განხორციელდა 2,87 მილიონი ტონა რუსული წარმომავლობის მეტალურგიული ნედლეულის იმპორტი. იმპორტის ძირითადი მოცულობა ნახევარფაბრიკატებზე მოდის. კერძოდ, მიმდინარე წლის პირველს ექვს თვეში ევროკავშირის ქვეყნებმა შეიძინეს 1,71 მილიონი ტონა ლითონის ფილა, აქედან ყველაზე მეტი ბელგიამ, იტალიამ, დანიამ და ჩეხეთმა.

იმპორტის მოცულობის დიდი ნაწილი რუსულ თუჯზე მოდის, რომელსაც ძირითადად იტალიასა და ლატვიაში ყიდულობენ.

მსგავსი თემები