რუსეთის თავდაცვაში აცხადებენ, რომ დონეცკის ოლქის სოფელი კალინოვო დაიკავეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინაში, დონეცკის ოლქის სოფელი კალინოვო დაიკავეს. სოფელი პოკროვსკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს, რომელზე შეტევასაც რუსეთის ძალები აქტიურად აწარმოებენ.

უკრაინულ მხარეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

მსგავსი თემები