გერმანელმა სამართალდამცავებმა ისრაელის გენერალური საკონსულოს მიმდებარედ შეიარაღებული მამაკაცი მოკლეს

მიუნხენის სამხრეთ ნაწილში, ნაცისტური დოკუმენტაციის ცენტრისა და ისრაელის გენერალური საკონსულოს მიმდებარედ, გერმანელმა სამართალდამცველებმა შეიარაღებული მამაკაცი მოკლეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მამაკაცი 18 წლის ავსტრიის მოქალაქეა. ის პოლიციელებთან შეტაკების დროს დაიღუპა. სამართალდამცველების ცნობით, მამაკაცი ტერიტორიაზე ცეცხლსასროლ იარაღით შენიშნეს.

საკონსულო იმ დროისთვის 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადაზე თავდასხმის 52 წლისთავთან დაკავშირებით, დაკეტილი იყო, რომლის დროსაც 11 ისრაელელი სპორტსმენი და პოლიციელი დაიღუპა.

 

მსგავსი თემები