საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მზადებას იწყებს

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მზადებას იწყებს. ეროვნული გუნდი უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის შეიკრიბა. საქართველო 7 სექტემბერს თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე ჩეხეთს დაუპირისპირდება, 10 სექტემბერს კი – სტუმრად ალბანეთთან ითამაშებს.

ვილი სანიოლმა ნაკრებში 24 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის, სამი დებიუტანტია. შოთა ნონიკაშვილი, ლუკა გადრანი და საბა გოგლიჩიძე ეროვნული ნაკრების მაისურს პირველად მოირგებენ.

მსგავსი თემები