ევროკავშირის „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შეჩერებაზე ფიქრობს

ევროკავშირი  „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ექსპორტი შეჩერებას განიხილავს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ფარმაცევტული კომპანია  ვალდებულებას არ შეასრულებს.

ევროკომისიის ხელმძღვანელის განცხადებით, კომპანია ვალდებულებას არ ასრულებს და განსაზღვრულ დოზებს დროულად ვერ უზრუნველჰყოფს.

“გვაქვს შესაძლებლობა, რომ ავკრძალოთ დაგეგმილი ექსპორტი. ეს იქნება გზავნილი „ასტრაზენეკასთვის“ – აცხადებს  ევროკომისიის ხელმძღვანელი და დასძენს, რომ დაპირებული დოზების მხოლოდ 30% მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ კომპანიასთან პრობლემები სხვა ქვეყნებსაც შეექმნათ და მიზეზი დაპირებული დოზების დროულად ვერმიწოდება გახდა. 

მსგავსი თემები