ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მოძრაობა „სირცხვილიას“ გადაწყვეტილებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნით გათვალისწინებული რეგისტრაცია გაუქმოს, ეხმაურება.
„სამწუხაროდ, ფაშისტურმა ბულინგმა „სირცხვილიაზე” გაიმარჯვა, ვერ ვიხსენით, აღარ რეგისტრირდებიანო“- წერს მდინარაძე.
ცნობისთვის, მოძრაობა „სირცხვილიამ“ გუშინ, 30 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მათ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნით გათვალისწინებული რეგისტრაციის გადაწყვეტილება მიიღეს.