ნგრევის სავარაუდო მიზეზად საყრდენი კედლის დაზიანება სახელდება

ქვეყნის შსს მინისტრი ბათუმში იმყოფება და ადგილზე ეცნობა განვითარებულ მოვლენებს.

მისი თქმით სავარაუდოდ 10-დან 15 ადამიანამდეა მოყოლილი ნანგრევებში და ისინი კონტაქტურები არიან.

ის მიმდინარე სამუშაო პროცესებზე საუბრობს და ამბობს, რომ ძალიან ფრთხილად უნდა განხორციელდეს სამუშაოები.

„რამდენიმე სადარბაზოიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა, ჩვენ გამოძიება დავიწყეთ. დავადგენთ, რამ გამოიწვია ნგრევა. დაახლოებით ხუთი სართულია ჩამონგრეული. ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 10-15 ადამიანი უნდა იყოს მოყოლილი ნანგრევებში. კონტაქტზე გამოდის ორი ადამიანი, ისინი ცოცხლები არიან და ტელეფონით გვესაუბრებიან, თუმცა ვერ გვიხსნიან სად, რომელ სართულზე არიან, თუმცა ვესაუბრებით ტელეფონით. ასეულობით მაშველია ჩართული. საშუალება არ არის, რომ ბევრი ადამიანი ავიდეს, 100 და 200 მაშველი ავიდეს ერთდროულად, თუმცა ერთმანეთს ვცვლით, ტექნიკაა ჩართული. მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინსიტროს დანაყოფები, ადგილობრივი ხელისუფლების მერია, მუნიციპალური სამსახურები და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს, თუმცა ამ შემთხვევაში სწრაფად მუშაობა ვერ გამოდის, შეიძლება უფრო დავაშაოთ და უფრო ცუდი მოხდეს. ძალიან მაღალ დონეზე მუშაობენ ჩვენი მაშველები, რომ ბეტონია, თუ რაც არის, ნანგრევები გადმოვალაგოთ, რომ ცოცხალი ვინც არის, ის ადამიანები გამოვიყვანოთ“, – განაცხადა გომელაურმა

მსგავსი თემები