პაკისტანში 22 ადამიანი მოკლეს

პაკისტანში  22 ადამიანი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ავტომაგისტრალზე მოძრავი ავტომობილები გააჩერეს და მგზავრების საიდენტიფიკაციო მონაცემების შემოწმების შემდეგ, ადამიანებს, რომლებიც პენჯაბის რაიონიდან იყვნენ, დახვრიტეს, მათ ავტომობილებს კი ცეცხლი წაუკიდეს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა გასამხედროებულმა „ბელუჯის გამათავისუფლებელმა არმიამ“ აიღო.

ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა 12 თავდამსხმელის ლიკვიდაცია შეძლეს. დაჯგუფებამ გასული 24 საათის განმავლობაში სხვადასხვა რეგიონში სამთავრობო უწყებებზე თავდასხმებიც მოაწყო, რის შედეგადაც ქალათში 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ხუთი უსაფრთხოების პერსონალი. კიდევ ექვსი ადამიანის ცხედარი ბალოჩისტანში იპოვეს.

 

მსგავსი თემები