ინდონეზიაში, წყალდიდობის შედეგად, ცამეტი ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ წყალდიდობა მალუკუს პროვინციაში გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია.
სტიქიამ ასევე 10-მდე სახლიც დააზიანა.
სინოპტიკოსების ვარაუდით, ძლიერი წვიმა კიდევ რამდენი დღე გაგრძელდება.