ბრაზილიაში ხანძარი შაქრის ლერწმის მინდვრებში გაჩნდა

reuters-ის ინფორმაციით,  ბრაზილიაში, სან-პაულოს შტატის ჩრდილოეთით ტყის ხანძარს ებრძვიან. ხანძარი შაქრის ლერწმის მინდვრებში გაჩნდა, რამაც ისეთი სქელი კვამლის ღრუბელი გამოიწვია, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გარეთ სპორტული ღონისძიებების ჩატარება აკრძალა.

აკრძალვის შედეგად, ქალაქ რიბეირაო პრეტოში ბრაზილიის ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩი გაუქმდა.

ცუდი ხილვადობის გამო, რამდენიმე სახელმწიფო მაგისტრალი გადაიკეტა. ადგილობრივი მედიის ცნობით, საძოვრებზე მაღალი ტემპერატურისა და დაკვამლიანების გამო მსხვილფეხა საქონელი კვდება.

 

მსგავსი თემები