“საერთაშორისო გამჭვირვალობის” რუსეთის ბიუროს ხელმძღვანელზე ძებნა გამოცხადდა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფედერალურ ძებნილთა სიაში ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – განდევნილი რუსეთის” ხელმძღვანელი, ილია შუმანოვი შეიყვანა. ინფორმაციას Медиазона ავრცელებს. ამავე ცნობით, შუმანოვი სისხლის სამართლის დანაშაულით იძებნება, მაგრამ არ არის დაკონკრეტებული, თუ კონკრეტულად რა მუხლით.

თავად შუმანოვმა Медиазона-ს განუცხადა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ე.წ. უცხოური აგენტის მოვალეობის შეუსრულებლობის მუხლით აღიძრა.

მსგავსი თემები