,,2008 წლის აგვისტოში საქართველოს მშვიდობის იძულების ქმედებები განხორციელდა მოქალაქეების დასაცავად”- დიმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აგვისტოს ომს ეხმაურება და მას “მშვიდობის იძულების ქმედებების განხორციელებას” უწოდებს.

,,2008 წლის აგვისტოში საქართველოს მშვიდობის იძულების ქმედებები განხორციელდა მოქალაქეების დასაცავად.

ამავე დროს ეს იყო სიგნალი აშშ-სა და ნატო-სთვის რუსეთის შეშფოთების გათვალისწინების აუცილებლობის შესახებ.

სიტუაცია კავკასიაში შეიცვალა. მაგრამ აშშ-მ და ნატო-მ ვერ გაიგეს და ვერ მიხვდნენ. განაგრძეს თავიანთი უკიდურესად საშიში კურსი.

2022 წელს უფრო მკაცრი პასუხის გაცემა მოგვიწია. ახლა მთელი მსოფლიო შეუქცევად შეიცვალა…” – წერს მედვედევი.

მსგავსი თემები