„ვინც გვატკენს, ჩვენ მათ ვატკენთ“ – ბენიამინ ნეთანიაჰუ

„ვინც გვატკენს, ჩვენ მათ ვატკენთ“ – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

„ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის დასაცავად და განვაგრძოთ მარტივი წესის დაცვა: ვინც გვატკენს, ჩვენ მათ ვატკენთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ინტენსიურად მუშაობენ საფრთხეების აღკვეთაზე.

დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 320 რაკეტა გაისროლა.

 

მსგავსი თემები