“თან ამბობთ, რომ გავლენის ქვეშ არ ხართ და თან აშკარად შემოყოლილი გაქვთ ეს გავლენა” – დიმიტრი ხუნდაძე ალეკო ელისაშვილს

თან ამბობთ, რომ გავლენის ქვეშ არ ხართ და თან აშკარად შემოყოლილი გაქვთ ეს გავლენა, რომ არჩევნები გაყალბდა,- ასე მიმართა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერს ალეკო ელისაშვილს, რომელიც საპარლამენტო მუშაობას დღეს შეუერთდა.

მან პარტია „მოქალაქეების“ ლიდერებს მოუწოდა ბოლომდე „გათავისუფლდნენ გავლენისგან და აღიარონ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა“. ამასთანავე, მან სურვილი გამოთქვა, რომ პარლამენტში უფრო მეტი ოპოზიციონერი დეპუტატი იყოს, რომლებსაც არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობა ექნებათ.

„მივესალმები ახლად შემოსულ ოპოზიციის წარმომადგენლებს, ღმერთმა გამრავლოთ ოპოზიციის სტატუსამდე! უბრალოდ მე ალეკო ელისაშვილის პირველი სიტყვიდან მომეჩვენა უკვე, რომ მათ გავლენა შემოჰყვათ, ოპოზიციის იმ მაგიდის გარშემო მსხდომთ, რომელთაც ძირითადად სააკაშვილი ხელმძღვანელობდა. თან ამბობთ, რომ გავლენის ქვეშ არ ხართ და თან აშკარად, შემოყოლილი გაქვთ ეს გავლენა, რომ არჩევნები გაყალბდა. კარგია აქ რომ ხართ, მაგრამ ჯობს, რომ ცოტა მეტი მაინც იყოთ, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის საშუალებას ჩვენ აუცილებლად მოგცემთ და იქ იმუშავეთ, მაგრამ შემდეგ, უნდა შეძლოთ, რომ გათავისუფლდეთ ბოლომდე გავლენისგან და აღიაროთ, რომ არავითარ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია,“- განაცხადა დიმიტრი ხუნადძემ.

მსგავსი თემები